თელავში ავარიას 38 წლის კაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.
მათი ცნობით, შემთხვევა გვიან ღამით, ალაზნის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ახალგაზრდები ერთმანეთს ავტომობილებით ეჯიბრებოდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ავტომობილს საბურავი გაუსკდა. შედეგად, მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.