კიევ-პეჩერის ლავრაზე, ქრისტიანობის ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდეზე, დარტყმით, პუტინმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ისტორიის ყველაზე სასტიკ ბარბაროსთა სიაში, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდრი სიბიჰა სოვიალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პუტინი საუკუნეების განმავლობაში უნდა იყოს დაწყევლილი.
"კიევ-პეჩერის ლავრაზე, ქრისტიანობის ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდეზე, დარტყმით,პუტინმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ისტორიის ყველაზე სასტიკ ბარბაროსთა სიაში.
ის საუკუნეების განმავლობაში უნდა იყოს დაწყევლილი. და ის ამ ომს წააგებს.
მე-13 საუკუნეში მონღოლთა ურდოდან დაწყებული, მე-20 საუკუნეში ნაცისტებისა და ბოლშევიკების ჩათვლით, კიევის წმინდა მონასტრებმა არაერთი ბარბაროსული თავდასხმა გადაიტანეს.
ახლა საქმე გვაქვს რუს ტერორისტებთან, რომლებმაც კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებით უკვე გადააჭარბეს „ისლამურ სახელმწიფოს“ . მხოლოდ იმ რუს დამნაშავეებს, ვისთვისაც არაფერია წმინდა, შეუძლიათ განზრახ დააზიანონ კიევ-პეჩერის ლავრა - იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლი, რომელიც განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იმყოფება.
დაუყოვნებლივ დავიწყებთ ყველა შესაბამის პროცედურას იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში, რათა მოვითხოვოთ ამ სახელმწიფოებრივი ბარბაროსობის ადეკვატური და სწრაფი შეფასება და რეაგირება.
ველოდებით მკაცრ რეაქციას საერთაშორისო ინსტიტუტებისა და მსოფლიო დედაქალაქებისგან. არ გვჭირდება ბუნდოვანი განცხადებები, დუმილი ან სუსტი ნაბიჯები. საჭიროა ქმედება ახლავე, რათა შეჩერდეს რუსული ბარბაროსობა", - წერს სიბიჰა.