ჩვენ ანგარიშს ქართველი ხალხის არჩევანს გავუწევთ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ქართველ და რულ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.
მედვედევის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს დაუჭერს შემდგომშიც მხარს, ეს ქართველი ხალხის არჩევანი იქნება.
„მე ხალხის წყენინების უფლება არ მაქვს. თუ ქართველი ხალხი მხარს დაუჭერს ამ ან სხვა გუნდს, ეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი და ჩვენ ამას ანგარიშს გავუწევთ. ალბათ, ეს არ იქნება საუკეთესო კუთხით ასახული ჩვენს ურთიერთობებზე, მაგრამ ჩვენ ანგარიშს გავუწევთ იმას, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს კონკრეტულ ადამიანებს", - აღნიშნა მედვედევმა.