ერთნაირი ქვეყნები და ერთნაირი სიტუაციები არ არსებობს, - განაცხადა ქართველ და რუს ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 2008 წელს მშვიდობის იძულებით დამყარების ოპერაციის და ამჟამად, ლიბიასა და სირიაში მიმდინარე პროცესების შედარებისას.
„ის, რაც ხდება ლიბიაში, მიმაჩნია, რომ თქვენთვის გასაგებია. ლიბიაში არის ადამიანი, რომელიც 40 წელია მართავს ქვეყანას და რომელმაც, რაღაც მომენტში, გადაწყვიტა გამოიყენოს ძალა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რაც დაგმობილ იქნა მთელი კაცობრიობის და რუსეთის ფედერაციის მიერ. ჩვენ არ ვმონაწილეობთ ამ სამხედრო ოპერაციებში, იმის მიუხედავად, რომ რიგი ქვეყნები ცდილობენ დაამყარონ წესრიგი სამხედრო გზებით. ჩვენ არ მიგვაჩნია ეს მართებულად, მაგრამ იქ არის ერთი ნიუანსი, რომელიც აუცილებელია გვახსოვდეს. საქართველოსგან განსხვავებით, რომელიც რაღა დასამალია და იმ დროისთვის სამ ნაწილად იყო დაშლილი (და ამოცანა მდებარეობდა იმაში, რომ ერთმანეთთან გაერთიანებულიყო, არა მხოლოდ აღდგენილიყო კონსტიტუციური წესრიგი, არამედ ქვეყანა გაერთიანებულიყო თუ ეს შესაძლებელი იყო), ლიბია ჯერჯერობით დაშლილი არ არის. იქ არის ასეთი საფრთხე, მაგრამ ჯერ ყველანი (ე.წ. ამბოხებულებიც და კადაფის მომხრეებიც), თავიანთი ქვეყნის ერთიანობისთვის გამოდიან. ეს სხვადასხვა რამაა, მაგრამ მე ამის შესახებ არ ვსაუბრობ იმ გაგებით, რომ განვმარტო, რატომ არის ასე ან ისე, არამედ იმისთვის, რომ მოვახდინო ილუსტრირება: ყველა სიტუაცია და ყველა მოდელი აბსოლუტურად სხვადასხვაა და იგივე ეხება სხვა ქვეყნებსაც", - განაცხადა მედვედევმა.