რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი „სისულელეს" უწოდებს პრეზიდენტ სააკაშვილის ნათქვამს იმის შესახებ, რომ მას ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კვიპროსის მოწყობას შეპირდა.
„ბატონი სააკაშვილი ბევრ რამეს ამბობს. ის ხშირად თავის საუბარს არ აკონტროლებს. რა თქმა უნდა, არავითარი ასეთი საკითხი არ განხილულა. ქვეყნის ხელისუფლებაში მე უკვე, პრაქტიკულად, 10 წელია ვიმყოფები. ეს ერთი.
და მეორე - თქვენ იცით, რომ კონფლიქტი არასდროს არავის არ სჭირდება? - ის, ვინც იტყვის, რომ კონფლიქტის მეშვეობით შესაძლებელია რაიმეს გადაწყვეტა, ის იტყუება. კონფლიქტებს კარგი არასდროს მოუტანიათ. შესაძლებელი რომ ყოფილიყო ამ კონფლიქტის თავიდან აცილება, ეს ყველასთვის სასიკეთო იქნებოდა. რა თქმა უნდა, საქართველოს სასარგებლოდ და ის, რომ ეს არ მოხდა, სამწუხაროდ, დიდი ტრაგედიაა და პასუხისმგებლობა ამ ტრაგედიაზე, სამწუხაროდ, ჩემი ხედვით, ეკისრება მხოლოდ ერთ ადამიანს (უბრალოდ, ასეა მოწყობილი სახელმწიფო მანქანა) - ეს საქართველოს პრეზიდენტია", - განაცხადა მედვედევმა.