დევნილების დახმარება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ საბოლოოდ დამყარდება მშვიდობა და აფხაზები, ქართველები და ოსები შესძლებენ იყონ ნორმალურ და სრულფასოვან დიალოგში, - მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი.
ქართველი და რუსი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში მედვედევი აცხადებს, რომ დიალოგის პირობებში შესაძლებელი იქნება ყველაზე რთული საკითხების გადაჭრაც.
„მე მიმაჩნია, რომ მათი დახმარება შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის საჭიროა გაკეთდეს ისე, რომ ბოლოს და ბოლოს დამყარდეს მშვიდობა და აფხაზებს, ქართველებს, ოსებს შესაძლებლობა ჰქონდეთ იმყოფებოდნენ ნორმალურ, სრულფასოვან დიალოგში. მაშინ ჩვენ შევძლებთ გადავწვიტოთ ყველაზე რთული საკითხები: დევნილების საკითხიც, მგზავრობის საკითხის, ფრენის საკითხი, რადგან ეს ყველაფერი უკავშირდება იმ კონფლიქტს, რომელიც, სამწუხაროდ, 2008 წლის პრაქტიკულად ამ დღეებში მოხდა. ამიტომაც ნორმალური დიპლომატიური მუშაობა, მოლაპარაკებები და შესაძლებლობა მოვისმინოთ ერთმანეთის, აი რა არის საჭირო იმისთვის, რომ მოგვარდეს ეს პრობლემები. რა თქმა უნდა, დამატებით არის იმ რეალობის აღიარება, რომელიც რეგიონში იმ ავანტიურის შემდეგ შეიქმნა, რასაც 2008 წელს ჰქონდა ადგილი", - განაცხადა მედვედევმა.
ცნობითვის, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა "ეხო მოსკვის", "Russia Today"-სა და "პირველ კავკასიურსს" ვრცელი ინტერვიუ მისცა.