"აშშ-ს სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია "რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ" არაფერს ეფუძნება და მისი ფორმულირებები მოსკოვისათვის არაფერს ნიშნავს", _ ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა "ეხო მოსკვის", "Russia Today"-სა და "პირველი კავკასიურისათვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
მისივე თქმით, რეზოლუციაში ჩამოყალიბებული ფორმულირებები სენატის ასაკოვანი წევრების "გემოვნურ ლტოლვას" ასახავენ და მეტს არაფერს.
"რეზოლუციაში ჩამოყალიბებული ფორმულირებები სენატის ასაკოვანი წევრების გემოვნურ ლტოლვას ასახავენ, რომლებიც სუბიექტური მიზეზების გამო ამა თუ იმ ადამიანებისადმი სიმპატიას ასახავენ", _ აცხადებს მედვედევი და დასძენს, რომ ეს არის უცხო ქვეყნის პარლამენტი და მას პიდადად არავითარი საერთო არ აქვს აშშ-ს სენატთან.
ამასთან ერთად, მედვედევი ასევე აცხადებს, რომ მას არ სცხვენია თავისი ბრძანებულებების გამო, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან შესახებ. მისი აზრით ამ ბრძანებულებების გარეშე ტრაგედიის შეჩერება შეუძლებელი იქნებოდა.