რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ეკა ტყეშელაშვილს ტერორიზმის მხრივ მსოფლიოს საშიში ქვეყნების სიაში რუსეთის "მოწინავე რიგებში" ყოფნა არ გაჰკვირვებია.
"კვლევას არ ვიცნობ, მაგრამ ის რომ რუსეთი უსაფრთხო ქვეყანა არ არის, ეს არაერთი გამოკითხვითაა დადასტურებული. ქვეყანა, სადაც კრიმინალურ ვითარებასთან ერთად გამეფებულია ქსენოფობია და ეთნიკური და რელიგიური ნიშნით ადამიანების შევიწროება (რაც მასიურ ხასდითას ატარებს), როგორ შეიძლება იყოს უსაფრთხო?", - განუცხადა ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ დიდი ბრიტანეთის კონსალტინგური კომპანია Maplecroft -ის მიერ ჩატარებულ შესაბამის კვლევაზე კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ კვლევის მიხედვით, ტერორიზმის მხრივ მსოფლიოს საშიში ქვეყნების სიის რეიტინგში პირველ ალდგილზეა სომალი, მე-14 ადგილზე კი რუსეთის ფედერაცია.
სულ სიაში 198 ქვეყანაა, სადაც 2010 წელს ტერორისტული აქტების შედეგად 13 ათას 492 ტურისტი დაიღუპა.
ტოპ 20-შო ასევე შევიდნენ, კონგო, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კოლუმბია, ალჟირი, ტაილანდი, სუდანი, ირანი, ბურუნდი, ინდოეთი, ნიგერია და ისრაელი.
ყველაზე მეტად ტერორისტული საფრთხეების ზრდა დაფიქსირდა იემენში, ირანში, უგანდაში, ლიბიაში, ეგვიპტეში და ნიგერიაში. ამ მხრივ ყველაზე ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს აშშ, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია.