დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას აზრით, ქვეყანაში უსაფრთხოების განცდა არსებობს.
აღნიშნულს უგულავა პოლიციის მუშაობას უკავშირებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში სამართალდამცავი უწყების სახით ბოლო პერიოდში "ახალი რეალობა" შეიქმნა.
"ქვეყანაში უსაფრთხოების განცდა არსებობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის და შემდგომში სამუშაო ადგილების შესაქმნელად. შხვადასხვა რეგიონის ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან, როდის იქნება მათთანაც პოლიციის ახალი შენობები. ეს აზროვნების სრულიად ახალი წესია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო სწორი გზით ვითარდება", - აღნიშნა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერი დღეს შინაგან საქმეთა მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან ერთად მოსკოვის გამზირზე პოლიციის ახალი შენობის გახსნას დაესწრო.