ამ წუთებში ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მასზე რეაგირების მექანიზმის შემუშავების ფარგლებში ორმხრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაიწყო.
შეხვედრა არაოფიციალურ ხასიათს ატარებს, აქედან გამომდინარე, უცნობია შეხვედრის დღის წესრიგი.
წინასწარ კომენტარები არ გაკეთებულა. სეპარატისტული ცხინვალის წარმომადგენლების მტკიცებით, სხდომაზე უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების მოძიების საკითხი განიხილება.