გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინში ერთ-ერთმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ 4 ადგილობრივი ოჯახი დააყაჩაღა. თავდამსხმელებმა დიდი რაოდენობით ფული და საყოფაცხოვრებო ნივთები წაიღეს.
ოთხივე სახლი ერთმანეთის გვერდითაა და ყაჩაღობა ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების განცხადებით, დაჯგუფება რუს ოკუპანტებთან შეთანხმებით მოქმედებს და გალის რაიონის დაბალი დონის სოფლებში ქართულ მოსახლეობას ერთ კვირაზე მეტია ძარცვავს.
"ამდენი შეიარაღებული პირი შევიდა შენობაში და გამოიტანა თითქმის ყველაფერი, რაც კი ებადათ ამ ოჯახებს: ძვირფასეულობა, ოქროულობა, ფული, საოჯახო ნივთებიც კი წაიღეს. ეს არის ცეცხლსასროლი იარღით კარგად შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც ასე თავხედურად იქცევა. თუ ისინი თვითონ რუსები არ არიან, აშკარაა, რომ ისინი რუსებისა და აფხაზების მხარდაჭერით სარგებლობენ," - განაცხადა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის გალის მიმართულების კოორდინატორმა, თორნიკე კილანავამ.