დღეს დილით, ე.წ ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ რუხში თენგიზ თორდიას ეზოში "რგდ"-ს ტიპის ნაღმი იქნა ნაპოვნი. ასაფეთქებელი მოწყობილობა ოჯახის უფროსმა შეამჩნია.
ამ დროისათვის ადგილზე გამნაღმველები, ევროკავშირის წარმომადგენლები და პოლიციელები იმყოფებიან.
წინასწარი ინფორმაციით, ჭურვი 30 სექტემბერს არის ნასროლი, როდესაც ენგურს გაღმა რუსების საგუშაგოზე ე.წ. გამარჯვების ზეიმი აღნინიშნებოდა და რუსი ოკუპანტები ქართული პოლიციის საგუშაგოს მიმართულებით ისროდნენ. ერთ- ერთი ასეთი საგუშაგო სწორედ თორდიების სახლთან ახლოს მდებარეობს.