ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა საქართველოს სამი მოქალაქის "შეწყალების" ბრძანებას ხელი მოაწერა. რუსი ჟურნალიტის ინფორმაციით, რომელიც ცხინვალში იმყოფება ტირძნისელი მოზარდები ლევან ხმიადაშვილი და ვიქტორ ბუჩუკური და ასევე კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე გიორგი არჩვაძე საქართველოსა და ე.წ. სამხრეთYოსეთის საზღვარზე ნათესავებს გადასცეს.
რუსული მედია ასევე აღნიშნავს, რომ "შეწყალებული" საქართველოს მოქალაქეების გადაცემა ქართული, რუსული და ე.წ. სამხრეთოსური მხარის თანდასწრებით მოხდა.
შეგახსნებთ, რომ ამ დილით ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ იგი იჩენს "კეთილ ნებას" ორ ქართველ მოზარდს და ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე პატიმრობაში მყოფ საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს "მისი პირადი გადაწყვეტილებითა და ნება-სურვილით" შეწყალებს. ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერმა დღეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური პარტიის "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერთან ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრისას გააკეთა.