ოს სეპარატისტთა ლდერმა ედუარდ კოკოითმა "კეთილი ნება" გამოიჩინა და განაცხადა, რომ ორი ქართველი მოზარდი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე პატიმრობაში მყოფი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, "მისი პირადი გადაწყვეტილებითა და ნება-სურვილით" შეწყალებულნი იქნებიან. ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერმა დღეს მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერთან ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრისას გააკეთა.
"თქვენს მიერ სამხრეთ ოსეთში ჩამოსვლის მადლობის ნიშნად, ასევე იმ შეთანხმებების გათვალისწნებით, რომელიც ჩვენ ევროსაბჭოს კომისართან თომას ჰამარბეგრგთან მივაღწიეთ ორი ქართველი მოზარდი და კიდევ საქართველოს ერთი მოქალაქე შეწყალებულნი იქნებიან კეთილი ნების ნიშნად", _ განაცხადა ედუარდ კოკოითმა.
რუსული მხარის ინფორმაციით, ამის პასუხად, ზურაბ ნოღაიდელმა თავის მხრივ ედუარდ კოკოითს განუცხადა, რომ იგი მიმდინარე წლის ბოლომდე შეძლებს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სამხრეთ ოსეთის დაკავებული მოქალაქეების განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტას.