პოლონეთის პრეზიდენტის ბრონისლავ კომოროვსკის განცხადებით, საქართველოსა და პოლონეთს ძალიან კარგი პოლიტიკური ურიერთობები აქვთ, მაგრამ უკვე დროა მნიშვნელოვან ფაზაზე - ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე გადავიდნენ.
მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმისთვის რომ ეს გაგრძელდეს აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება. პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ნატოსა და ევროკავშირში ასევე ქვეყნის სწრაფვას გახდეს დასავლეთის ეკონომიკის ნაწილი", - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
კომოროვსკიმ პარალელი გაავლო საქართველოსა და პოლონეთის ისტორიას შორის და განაცხადა, რომ "პოლონეთს ძალიან უნდა საქართველოში რეფორმების სწრაფად გადატება მოხდეს, რადგან ეს ჩვენ უკვე 90-იან წლებში გამოვიარეთ.
"პოლონელებზე იძახიან, რომ არის იღბლიანი ერი, მაგრამ იღბალი ყოველთვის მოდის მათთვის, ვინც მამაცია. ჩვენ თავის დროზე დიდი ხვრელი გავაკეთეთ რკინის ფარდაში და ავაშენეთ საბაზრო ეკონომიკა, თავისუფალი ბაზარი და დემოკრატია. რაც შეეხება საქართვეოსა და პოლონეთის ურთიერთობებს, პოლიტიკურ დონეზე ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ უკვე დროა გადავიდეთ მნიშვნელოვან ფაზაზე - ეკონომიკური თანამშორმობის გაღრმავებაზე", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ბიზნესი არის საუკეთესო შემაკავშირებელი მასალა ქვეყნებს შორის და დღეს მსოფლიო ისეა მოწყობილი, რომ პოლიტკური ურთიერთობები ეკონომიკურის გარეშე არ არსებობს.