საქართველო გარდამავალი დემოკრატიის ეტაპიდან გარდამავალ დიქტატურის ეტაპზე იმყოფება, - ამის შესახებ დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა, ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პოლონეთის პრეზიდენტთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მან პოლონეთის პრეზიდენტს ბრონისლავ კომოროვსკის გადასცა დოკუმენტაცია, სადაც საუბარია პოლოტ პატიმრებზე და უსამართლოდ დაკავებულ ადამიანებზე.
"მე მას ვუთხარი, რომ ევროპამ უნდა დაინახოს რეალობა, რაც საქართველოში ხდება. ეს არის ის სინამდვილე, რომელიც ლაპარაკობს უამრავ პოლიტპატიმარზე, ადამიანებზე, რომლებიც უსამართლოდ არიან დასჯილები. შერჩევით სამართალზე. მასთან საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნე, რომ საქართველო გარდამავლი დემოკრატიის ეტაპიდან გარდამავალი დიქტატურის ეტაპზე იმყოფება", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, კომოროვსკისთან შეხვედრის დროს მათ გაიხსენეს ის პერიოდი, როდესაც ორივე პარლამენტის თავმჯდომარეები იყვნენ და მაშინ იმდროინდელ პრობლემებზე საუბრობდნენ.
ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში მან პოლონურ მხარესთან შეხვედრები კვალვ გამართოს.