22 ოქტომბერს, ბაქოში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) მორიგი მინისტერიალი გაიმართება.
მინისტერიალში ქართული დელეგაციას მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია უხელმძღვანელებს.
აღსანიშნავია, რომ მინისტერიალზე ახალი თავმჯდომარე ქვეყნის დამტკიცებაც მოხდება. აზერბაიჯანს, რომელიც ორგანიზაციას ამჟამად ხელმძღვანელობს ბულგარეთი შეცვლის.