თბილისის სამარშრუტო ტაქსებზე ის ფასი დადგინდება, რომელიც ყველა თბილისელი ოჯახისთვის მისაღები იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა გიორგი მელაძემ განუცხადა.
"ზოგადად ნებისმიერ რამე, რომ ძვირდება მძიმედ აწვება მოსახლეობას, მაგარმა ამ შემთხვევაში საბოლოდ დადგინდება ის ფასი, რომელიც მისაღები იქნება. არ არის გამორიცხული დღეს სამარშუტო ტაქსებზე არსებული ფასი გადაიხედოს და დადგინდეს ის ფასი, რომელიც მისაღები იქნება ყველა თბილისელი ოჯახისთვის", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სოციალურად დაუცველების მგზავრობის ხარჯებს მთლიანად მერია აფინანსებს, ასევე სტუდენტებს, მოსწავლეებს, რომლებიც ყველა იმ შეღავათით სარგებლობენ, რომელიც მუნიციპალურ ტრანსპორტზე ვრცელდებოდა.
"რაც შეეხება უშუალოდ ფასს, მას მერია არ არეგულირებს და ეს არის თვითონ კომპანიის პირობა. მოგეხსნებათ, რომ მიკროავტობუსის ხაზებს შორის კონკურენცია და აქედან გამომდინარე ფასი, რომელსაც დაადგენს ბაზარი ის იქნება", - აღნიშნა მელაძემ.