რადიო "თავისუფლების" მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალში არსებული ერთ-ერთი რუსული სამშენებლო ფირმის ოფისზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.
ნიღბიანმა თავდამსხმელებმა კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი, რუსეთის მოქალაქე მოკლეს, ხუთს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და თანხა წაართვეს.
მომხდარის გამო ცხინვალში გახსნილ სამშენებლო კომპანიებში პანიკაა.