ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი ზამთარს ისევ კარვებში გაატარებს. მოსკომიერ მიერ დაფინანსებული აღდგენითი სამუშაო შეჩერებულია, _ წერს "კომერსანტი".
"მილიარდობით რუსული რუბლი არამიზნობრივად იხარჯება, რეგიონში მხოლოდ 100-მდე სახლია აღდგენილი. კორუმპირებულმა ჩინოვნიკებმა მოსახლეობისთვის გამოყოფილი თანხა ჩაიჯიბეს. ადგილობრივებს შორის კოკოითის რეჟიმით უკმაყოფილოთა რაოდენობა იზრდება. რუსეთის ხელისუფლება კი პრიორიტეტად სამხედრო ბაზებთან მისასვლელი გზების მშენებლობას მიიჩნევს", _ აღნიშნავს "კომერსანტი".