ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა თავისი ე.წ. მთავრობის წარმომადგენლებთან თათბირი ჩაატარა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, თათბირზე ყურადღება გამახვილდა გასულ კვირას ე.წ. სამხრეთ ოსეთის შს "სამინისტროს" წარმომადგენელთა და რუს მშენებლებს შორის მომხდარ ჩხუბს, რომლის დროსაც რუსი მშენებელი გარდაიცვალა.
ოს სეპარატისტთა ლიდერმა ეს საქმე პირად კონტროლზე აიყვანა, შემთხვევის მაქსიმალური სამართლიანობით გამოძიება მოითხოვა და განაცხადა, რომ "ჩვენი მოქალაქეების ცალკეული ქმედებები მთლიანობაში რესპუბლიკას არ უნდა არცხვენდეს, ამიტომაც ბრალდებულებმა სამართლიანად უნდა აგონ პასუხი", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი.
მანვე "გასცა განკარგულება" დაღუპულის ოჯახისათვის ფულადი კომპენსაციის გადახდის შესახებ.