"თუ სასულიერო პირები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში პოზიტიურ დინამიკას შეიტანენ, საქართველოს ხელისუფლება ამას მხოლოდ მიესალმება", - ასე ეხმაურება საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძე საქართველოსა და რუსეთის პატრიარქების კიევში დაგეგმილ შეხვედრას.
როგორც კალანდაძემ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზიტი ქართულ მხარესთან მხოლოდ ტექნიკურ დონეზე კოორდინირებულად ხორციელდება.
"ალბათ პატრიარქებს ბევრი საკითხი ექნებათ განსახილველი. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პატრიარქს აქვს სურვილი, პოზიტიური დინამიკა შეიტანოს რუსეთთან ჩვენს ურთიერთობებში", - აღნიშნა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, როომ საქართველოს კათოლილოს-პატრიარქი საპატრიარქოს დელეგაციასთან ერთად დღეს კიევში გაემგზავრა, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე რუსეთის კათოლიკოს-პატრიარქ, კირილს შეხვდება.