გაფარჩაკებული და გაბახებული კაცები საქართველოში ვერ ჩამოდიან დიდებითა და გამარჯვებით, - ასე უპასუხა კოკა გუნცაძემ "ქართული პარტიის" ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებებს ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერით, ეკა ბერიძის საავტორო გადაცემა "პირდაპირ საუბარში".
"რომ ჩამოხვიდე კაცი უნდა იყო. ეს ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო და თავიდანვე ადრე გავეცალე ამ პროცესს. ეს ბლეფი, რომ ვიღაცა ჩამოსვლას აპირებდა და ლევან გაჩეჩილაძემ შეუშალა ხელი და ნინო ბურჯანაძემ, საკუთარ შვილებს მოუყვნენ ეს ზღაპრები და საკუთარ ოჯახის წევრებს. არანაირი გეგმა არ იყო, ეს იყო თავიდან ბოლომდე ბლეფი", - განაცხადა გუნცაძემ და აღნიშნა, რომ მისთვის არანაირი გეგმა ოქრუაშვილის საქართველოში შამოსვლის შესახებ ცნობილი არ იყო.
მისივე თქმით, შემომსვლელი კაცი მეტიჩრობას თავს დაანებებს და შემოვა.
"მე არ მჯერა რომ ოქრუაშვილი აქ ჩამოსვლის უნარისა და ერთი ადგილი მქონეა, რა შემომსვლელიც იყო ჩვენ უკვე ვნახეთ, ერთხელ ამ კაცს დაემართა 2007 წელში და ჩვენ მაშინ, ბუნებრივია, თვალი დავხუჭეთ ამაზე და მეორეჯერ ახლა უარესი დამართა საკუთარ თავს და მთელ საზოგადოებას 25 მაისს... ახლა ამაზე ლაპარკი, რომ ვიღაცამ შეუშალა ხელი ეს ქალაჩუნობა, მას ავნებს მხოლოდ. ისედაც მისი პოლიტიკური დივიდენდები ნულის ტოლია", - განაცხადა გუნცაძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა "მაესტროსთვის" მიცემულ ინტერვიუში ლევან გაჩეჩილაძეს მოღალატე უწოდა. მისი თქმით, არსებობდა კონკრეტული გეგმა მისი საქართველოში ჩამოსვლის, თუმცა ეს გეგმები გაჩეჩილაძემ ხელისუფლებას გააცნო და ამაში ფული აიღო. ოქრუაშვილის განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძე არის ადამიანი, რომელმაც 3 წლის განმავლობაში მინიმუმ 3-ჯერ გაყიდა საკუთარი ხალხი. მისივე თქმით, ლევან გაჩეჩილაძემ ხელისუფლებისგან 5 მლნ აიღო და ვალები გაისტუმრა.