"ალია ჰოლდინგის" ერთ-ერთი რედაქტორის დიმიტრი ტიკარაძის თქმით, ფოტოგრაფების განთავისუფლებას ქართულმა მედიამ ერთად დგომით მიაღწია.
როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა მიღწეული გამარჯვება შეიძლება ორ ნაწილად გაიყოს, კერძოდ კი სასიხარულოა რომ ქურციკიძე აბდალაძე და გედენიძეები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, თუმცა მეორეს მხრივ ისინი როგორც დამნაშავეები ისე გამოუშვეს.
"ამ გამარჯვებას კი მედიამ ერთად დგომით მიაღწია. სააკაშვილის რეჟიმის პირობებში მეტი შედეგის მიღწევა ალბათ შეუძლებელია", _ აღნიშნა ტიკარაძემ და იქვე დასძინა, რომ მსგავსი ფაქტები მომავალში რომ არ მოხდეს აუცილებელია მედია ერთმანეთის მიმართ სოლიდარული იყოს.