"პატარა ქვეყნისათვის, რომელიც რთული გამოწვევების წინაშე დგას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ მსოფლიოში არიან ისეთები, რომლებიც ამ ქვეყანას მხარს უჭერენ და სჯერათ, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვმოძრაობთ", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე "საქართველოს ევროპული გზა" სიტყვით გამოსხვლისას.
"თქვენი მხარდაჭერის გარეშე შეიძლება ეს ქვეყანა საერთოდ არ ყოფილიყო. მადლობა თქვენი რჩევისა და მხარდაჭერუსთვის და უბრალოდ იმისათვის რომ არსებობთ.
პატარა ქვეყნისათვის, რომელიც რთული გამოწვევების წინაშე დგას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ მსოფლიოში არიან ისეთები, რომლებიც ამ ქვეყანას მხარს უჭერენ და სჯერათ, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვმოძრაობთ, განვითარების სწორ გზას ვადგავართ და გვაქვს უფლება მსოფლიო რუკის ამ ადგილას ვარსებობდეთ", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ საქართველოსათვისყოველი ეს ევროპული თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი.
"რადგან თქვენ გჯერათ, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა. ევროპასთან ინტეგრაცია ჩვენი საზოგადოების არჩევანია ეს არ არის ჩვენი გადაწვეტილება ან ჩვენი ევროპელი მეგობრების რჩევა - ეს ჩვვენი ქვეყნის ფუნდამენტური არჩევანია. ეს უფრო საზოგადობრივი, მორალური და პოლიტიკური პროექტია", _განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსნებთ, რომ კონფერენციას ბათუმში მაღალი რანგის სრუმრები, მათ შორის ევროკავშირისა და ევროკომისიის პრეზიდენტები და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი კომისარი ესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები