აფხაზმა სეპარატისტებმა რუსულ ჰოლდინგ "ნოვაპორტთან" აფხაზეთის ე.წ. საჰაერო სივრცის საერთაშორისოდ გამოყენების სფეროში განზრახვათა შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
შეთანხმებას ხელი სეპარატისტთა მხრიდან აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ ბოლო რუსეთის მხრიდან "ნოვაპორტის" დირექტორმა მიხაილ სმირნოვმა მოაწერეს.
სერგეი შამბას თქმით, სოხუმის აეროპორტი ომამდე მთელი წლის განმავლობაში მუშაობდა, ახლა კი იგი ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ კაპიტალდაბანდებებს საჭიროებს. მისივე თქმით, აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება აპირებს ურთიერთხელსაყრელ საფუძველზე ხანგრძლივვადიანი იჯარა გააფორმოს და აეროპორტი თანამედროვე აეროპორტად აქციოს.
ხოლო რაც შეეხება, აეროპორტის "ნოვაპორტის" მმართველობაში გადაცემის საკითხს, შამბა აცხადებს, რომ ეს საკითხები მომავალში საინვესტიციო შეთანხმების შედგენისას გადაწყდება.
"სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მომენტი ასაფრენ-სადაფრენი ბილიკია, მისი გადაცემა არც იჯარით და არც კერძო საკუთრებაში არ შეიძლება. ხოლო რაც შეეხება ინფრასტრუქტურას ეს საკითხები მოლაპარაკების საგანია", _ აცხადებს შამბა.
სმირნოვის განცხადებით, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის გადა ყველაფერი ნულიდანაა აღსადგენი. აეროპორტის აღდგენისათვის 12-14 თვე იქნება საჭირო, ხოლო ჩადებული ინვესტიციების ამოღება 8 წელიწადში მოხდება.
აღსანიშნავია, რომ "ნოვაპორტი" რუსეთში შვიდი აეროპორტის მფლობელია. "ჩვენ ვიცით, როგორ ვმართოთ აეროპორტი და როგორ ვიშოვოთ ამით ფული", _ აცხადებს სმირნოვი.