აფხაზური ღვინის რამდენიმე სახეობა რუსეთის ბაზარზე ბრუნდება. სწორედ დღეიდან იხსნება შეზღუდვა, რომელიც რამდენიმე სახეობის აფხაზური ღვინის რუსეთის ფედერაციაში შეტანას ეხებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმება აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრე ანქვაბსა და რუსეთის შესაბამისი სამსახურების მოლაპარაკების შედეგად იქნა მიღწეული.