საქართველოს კალათბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ნახევარფინალში გადავიდა. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები B დივიზიონის ნახევარფინალში მოხვდა. შედეგად დავით უსტიაშვილის გუნდს ელიტარულ A დივიზიონში გადასვლისაგან მხოლოდ ერთი ნაბიჯი აცილებს.
ბოსნიაში მიმდინარე B დივიზიონის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ქართველთა 20 წლამდელთა დანიის ნაკრები 84:66 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი გაიკავა.
ხვალ საქართველოს ჩეხეთს შეხვდება და განარჯვების შემთხვევაში ელიტარულ A დივიზიონში ადგილს მოიპოვებს.