მხატვარი რუსდან ფეტვიაშვილის გალერეა მოდელია იმისა, რა უნდა იყოს ახალი საქართველოს და ახალი ბათუმის სახე. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ცნობილი ქართველი მხატვრის რუსუდან ფეტვიაშვილის გალერიისა და არტ-კაფის გახსნისას განაცხადა.
"რუსუდან ფეტვიაშვილის კაფის გახსნა კულტურული მოვლენაა და არ მხოლოდ, იმიტომ რომ, ეს არის გალერია და ძალიან მაგარი მოდელია იმისა, რა უნდა იყოს ახალი საქართველოს და ახალი ბათუმის სახე", - აღიშნა პრეზიდენტმა.
ამასთან, სააკაშვილის თქმით, ამ გალერიის გახსნამ უბანი გაცოცხლა, თუმცა პრობლემა მაიცნ რჩება.
"პრობლემები გვაქვს. იმიტომ, რომ გუშინ გავხსენით "რედისონი", მაგრამ ახალი, დიდი სასტუმრობის გახსნა მომავლი წლის ბოლოს დაიწყება, ე.ი. სეზონისთვის არ მოესწრება. მომვალ წელს კი ბათუმში იქნება კატსტროფული მდგომარეობა სასტუმრო ადგილების სიმცირეზე", - აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.