საპარლამენტო უმრავლესობის ინფორმაციით, ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მალე დასრულდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა განუცხადა.
"მაქვს ინფორმაცია, რომ გამოძიება მალე დასრულდება და სრული სურათი შეიქმნება მაშინ, როდესაც სასამართლო გაიმართება, რომელსაც ჟურნალისტებით დაესწრებიან", - აღნიშნა მინაშვილმა.
მისივე თქმით, ფოტოგრაფების საქმეზე გამოქვეყნებული მასალების მისთვის საკმარისი მტკიცებულებაა და მას ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს აქვთ მცდელობა გავიდნენ ფოტოგრაფებსა და საჯარო მოხელეებზეც.
"ყველაზე დამაჯერებელი ფაქტორი ის არის, რომ ამ წლების განმავლობაში შსს ეფექტურად და სასარგებლოდ მუშაობს, რომლის მეშვეობითაც იქნა ჯაშუშური ქსელები გამოვლენილი და ამიტომ, ამის ეჭვის თვალით ყურება უფრო საეჭვოა", - აღნიშნა მინაშვილმა.