აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი არასოდეს ყოფილა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობის საგანი მთიანი ყარაბაღის დარეგულირების საკითხში. ეს განცხადება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ არაზ აზიმოვმა რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" ეთერში გააკეთა.
მისივე თქმით, რუსეთის წარმომადგენლებს არასოდეს მიუციათ მინიშნება ამგვარი გაცვლის შესაძლებლობის არსებობაზე.
ამასთან ერთად, დიპლომატმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არ აპირებს.