საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ დაკავებული ფოტოგრაფების აღირებების მოსაპოვებლად ამორალური ქმედებებიც იყო გამოყენებული.
"რამდენიმე კვირის წინ გლდანის #8 საპყრობილეში პატიმარი მალხაზ არქანია აწამეს, მას მეორე პატიმრის გაუპატიურებას აყურებინეს და ჩვენების ფურცლები შეაჭამეს. ამის გათვალისწინებით კი, არავინ არ იცის ფოტოგრაფებს აღიარებების მოსაპოვებლად რა გაუკეთეს", - აღნიშნა ხატიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისივე თქმით, არქანიას ფაქტის გამო მან გლდანის #8 საპყრობილის დირექტორის ალექსანდრე მუხაძის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ.
"ხელისუფლებას მუხაძე ასეთი სიბინძურებისთვის სჭირდება, რადგან ის არის აღიარებების მეფე", - აღნიშნა მან.