საქართველო მიზანმიმართულად ათამაშებს ჩერქეზულ თემატიკას სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის რწმუნებულმა ჩრდილო-კავკასიის ფედერალურ ოლქში ალექსანდრე ხლოპონინმა გააკეთა.
"საქართველოს აქვს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. გასაგებია, რომ საქართველო პოლიტიკურ ბანქოს ჩერქეზულ თემატიკასთან მიმართებაში ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით ათამაშებს", _ აცხადებს ხლოპონინი.