სამართალდამცველებმა ქურდობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
იმერეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიების შედეგად, საცხოვრებელი ბინის ქურდობის ფაქტზე ქ.ზესტაფონში დააკავეს 34 წლის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, ზაურ ძიგანიძე და 25 წლის დავით პაპიძე.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირები ცდილობდნენ გაექურდათ ზაზა ხაჩიძის საცხოვრებელი სახლი და წასაღებად გამზადებული ჰქონდათ კომპიუტერული ტექნიკა და ძვირფასეულობა.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 19-177-ე, 273-ე და 260-ე მუხლებით. გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო.