სოხუმიდან მოსკოვში შეუფერხებლად ჩასვლა 29 ივლისიდან იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, N 75/76 ჩქარი მატარებლის "მოსკოვი-ადლერი-მოსკოვი" შემადგენლობაში ჩართავენ ვაგონებს სოხუმამდე.
"პირველ ეტაპზე მოსკოვსა და სოხუმს შორის მხოლოდ პლაცკარტული და კუპე ვაგონები ივლის, 21 აგვისტოდან კი მათ ე.წ. "სვ" ვაგონები დაემატება", _ აცხადებენ რუსეთის რკინიგზაში.
29 ივლისიდან 18 ოქტომბრამდე მატარებელი მოსკოვიდან ყოველდღიურად ივლის. 19 დან 31 ოქტომბრამდე -კენტ დღეებში. 4 ნოემბრიდან 22 დეკემბრამდე ოთხ დღეში ერთხელ ლუწ დღეებში. 23 დეკემბრიდან - 2012 წლის 12 იანვრამდე კვლავ ყოველდღიურად.
მასალის გამოყენების პირობები