სეპარატისტული აფხაზეთი და ვანუატუ უახლოეს მომავალში კულტურის, ვაჭრობისა და საბანკო სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ე.წ. წარმომადგენელი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში იურის გულბისი აცხადებს, რომ ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2011 წლის 23 მაისს აღიარა და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა.
მისივე თქმით, აფხაზეთის დამოუკიდებლობია აღიარება მაინც შედგა, მიუხედავად საქართველოს თხოვნით ევროკავშირის ზოგი ქვეყნისა და ავსტრალიის მიერ განხორციელებული ზეწოლისა.
ე.წ. წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ ვანუატუს მთავრობამ ორჯერ დაადასტურა აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ფაქტი.
"საქართველოს ნეგატიური პოზიციის მხარდამჭერი ლობისტების ზეწოლა ვანუატუში ახლაც გრძელდება", _ აცხადებს გულბისი.