ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფ ორ ტირძნისელ მოზარდს დღეს არ გაათავისუფლებენ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა თომას ჰამერბერგმა განუცხადა. ჰამერბერგმა განცხადება ერგნეთში, ცხინვალში გადასვლამდე გააკეთა.
მისი ინფორმაციით, ის ტელეფონით ესაუბრა ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებთან და მათ განუცხადეს, რომ ბავშვების გათავისუფლება დღეს არ მოხდება. ჰამერბერგის თქმით, არასრულწლოვნების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ცხინვალის რეჟიმთან გაგრძელდება.