საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვიცე-სპიკერ გიგი წერეთლის განაცხადებით, 2005 წლამდე რელიგიურ გაერთიანებებს იურიდიული სტატუსის მიღების უფლება ჰქონდათ, თუმცა მაშინ ამის გამო არავის წყევლიდნენ.
"სამოქალაქო კოდექსში 2005 წლამდეც არსებობდა ჩანაწერი, რომლითაც რელიგიურ გაერთიანებებს სტატუსის მიღების უფლება ჰქონდათ, მაგრამ მაშინ ეს რატომღაც არავის გაუპროტესტებია და არც არავინ დაუწყევლიათ", - აღნიშნა წერეთელმა.
მისი თქმით, კანონში ცვლილებებით მოხდა იმ ნორმის განახლებული ფორმით ჩაწერა. წერეთელი იმედს გამოთქვამს, რომ დღევანდელი განმარტებების შემდეგ ეს თემა დაიხურება.
"როგორც ჩანს, ეს დამატებითი განმარტებების დაჭირო იყო და მიხარია, რომ ეს პოზიციები ერთმანეთს დაუახლოვდა. ამ კანონს არანაირი შეხება საქართველოს ეკლესიის სტატუსთან არ აქვს. ქართული მართმადიდებლური ეკლესიის სტატუსთან დაკავშირებით ასე ადვილად შესწორება არც შევა, ვერც შევა და არც არის საჭირო", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ეს არა პარლამენტის, არამდე ქართული ეკლესიის ისტორიული როლისა და მისი უწმინდესობის დამსახურება.
შეგახსენებთ, რომ "სამოქალაქო კოდექსში" შესული ცვლილებების თანახმად, რელიგიურ გაერთიანებებს საქართველოში საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების უფლება ეძლევათ.