პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პაატა დავითაიას შეფასებით, საკონსტიტუციო შეთანხმების მონიტორინგის კომისიის მუშაობაში ოპოზიცია აუცილებლად უნდა ჩაერთოს. ამის შესახებ დავითაიამ დღეს, ბიუროს სხდომაზე პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის მიერ გაჟღერებული ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო დამატებითი განმარტებების გაკეთება "სამოქალაქო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით და ქართულმა ეკლესიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მზად არის ყველაფერისთვის, რათა სახელმწიფოსთან შედგეს დიალოგი.
"მივესალმები იმას, რომ ქართული სახელმწიფო ამისთვის მზად არის. არ მეგულება ამ დარბაზში ადამიანი, რომელიც ქრისტიანული რელიგიის წინააღმდეგ წავა, რადგან ამ რელიგიის მიმდევრები ვართ. ამიტომ ჩვენთვის პრიორიტეტია, ეს კომისიები მუშაობდეს. მზად ვარ, მის მუშაობაში ჩავერთო", - განაცხადა დავითაიამ.
შეგახსენებთ, რომ "სამოქალაქო კოდექსში" შესული ცვლილებებს თანახმად, რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების უფლება ეძლევათ.