პრეზიდენტის ადმინისტრაციის მტკიცებით ფოტოგაფების დაკავება მათ პროფესიულ საქმიანობასა და 26 მაისის ღამეს გადაღებულ საქმეს არ უკავშირდება
როგორც დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკრმა მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, დაკავებულთაგან ორი საჯარო მოხელეა და მათი აყვანა დაკავშირებული არ არის მათ პროფესიულ სამქიანობასთან, მათ შორის 26 მაისის ფაქტებთან.
"ჩვენ ვართ ქვეყანა სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია მოქმედი კანონმდებლობით" - აცხადებს მანჯგალაძე და აქვე დასძენს, რომ "გამოძიების მიერ გავრცელებული მასალებიდან ჩანს, რომ საუბარია არა მათ პროფესიულ საქმიანობაზე, არამედ ისეთი მასალების გადაცემაზე, რომელიც "გრიფი საიდუმლოა" და მისი მოპოვება მოხდა არალეგალური, უკანონო ქმედებებით", - განაცხადა მანჯგალაძემ.