პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, რელიგიების სტატუსთან დაკავშირებით მიღებული კანონი ქართულ სახელმწიფოს აძლიერებს.
"ეს სჭირდებოდა ძლიერ სახელმწიფოს. შეიძლება კიდევ იყოს ვნებათაღელვა. ვიმეორებ, ქართულ სახელმწიფოს ეს კანონი აძლიერებს, სახელმწიფოში კი ენას, მამულსა და სარწმუნოებას, ერთად ვგულისხმობ", - აღნიშნა მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა მიიღო, განხილვის საგანი დიდი ხნის განმავლობაში იყო და "პოლიტიკაში არის მომენტი, როცა ან ახლა უნდა გააკეთო, ან არასოდეს".
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ, "სამოქალაქო კოდექსში" ცვლილებების თანახმად, რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირება შეუძლიათ.