სამოქალაქო მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრების" ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტის მიერ რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ მიღებული კანონის შეჩერება შესაძლებელია.
მისი თქმით, კანონის შეჩერება შეიძლება მოხდეს საზოგადოებრივი მოთხოვნის გათვალისწინებით, ან მომზადდეს ცვლილებები და დამატებები უკვე მიღებულ კანონზე, ოღონდ ეს შეთანხმებული უნდა იყოს საპატრიარქოსთან.
"საპატრიაქო არ არის წინააღმდეგი რელიგიებისთვი სტატიუსის მინიჭებაზე, მაგრამ აუცილებელია, რომ გათვალისწინებული იყოს ქართული ეკლესიის ინტერესები. ხელისუფლებას თუ არ უნდა გამოსავალი და ღია კონფრონტაციაზე მიდის, ეს ძალიან სახიფათოა. ეს სხვა ქვეყნის ინტერესებს უფრო ემსახურება, ვიდრე საკუთარი ქვეყნისას", _ განცხადა ბესელიამ საპატრიქოდან გამოსვლის შემდეგ.
მისი თქმით, საპატრიაქოში იურისტებმა იმსჯელეს აღნიშულ საკითხზე და მან საპატრიაქოს წარმომადგენლებს მიაწოდა თავისი მოსაზრებები.
"ამ თემასთან დაკავშირებით, მკვეთრად უარყოფითი პოზიცია მაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია წმინდა სინოდის გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებისთვის ძალიან მალე გახდება ცნობილი. ქართული მართლამდიდებელი ეკლესიის პოზიციას მრევლის მხარდაჭერა სჭირდება. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი. კონკორდატი, რომელიც გაფორმებულია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ეკლესიას ჰკითხო აზრი. ამ კანონის მიღებით, სხვა რელიგიები იგივე უფლებებს იღებენ, რაც მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს. იურისტებმა განვიხილეთ საპატრიაქოში ეს საკითხი და საპატრიქოს წარმომადგენლებს ჩვენი მოსაზრებები გავაცანით", _ განავცხადა ბესელიამ.