საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე ყველა თანამშრომელს ხელი მიუწვდება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალნადაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო უწყების ფოტოგრაფის გია აბდალაძის საქმესთან დაკავშირებით აღნიშნა. მისი თქმით, აბდალაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტში 2009 წლიდან მუშაობს და არის საჯარო მოხელე. კალანდაძის მტკიცებით საგარეო უწყების სპეციფიკიდან გამომდინარე აქ მომუშავე თანამშრომლებს გარკვეულ სენსიტიურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა აქვს.
"კონკრელად გია აბდალაძეს აღნიშნულიდან გამომდინარე აქვს თუ არა რაიმე სახის დანაშუალი ჩადენილი ამის დეტალების განხილვაში ვერ შევალ და ინფორმაციასაც არ ვფლობ. მის ბრალეულობის საკითხს სასამართლო დაადგენს. მინდა გითხრათ რომ ნებისმიერ თანამშრომელს, რომელიც ამ უწყებაში გადაადგილდება აქვს ყოველდრიური შეხება დიპლომატებთან, ასევე დიპლომატიურ შეხვედრებთან და ჩვენს ოთახებში ტექნიკურ მოწყობილობებში განთავსებულ ინფორმაციასთანაც ხელი მიუწვდებათ" - აცხადებს ნინო კალანდაძე.
რაც შეეხება იმ საკითხს შეძლო თუ არა გია აბდალაძე პარალელურად ყოფილიყო ალიას ფოტოკორესპონდენტი კალანდძის განმარტებით იგი იყო საჯარო მოხელე და ამიტომ მას არ ჰქონდა უფლება ეთანამშრომლა სხვა უწყებებთან ან გადაეყიდა ის ფოტოები რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს დაკვეთით ჰქონდა გადაღებული.
მისივე თქმით, აბდალაძეს შეეძლო შემოქმედებითი პედაგოგიური და სამეცნიერო კუთხით ემუშავა, მაგრამ არა სხვა უწყებებს დაკვეთით.
კალანდაძემ ასევე უარი განაცხადა პასუხი გაეცა კითხვაზე, ხომ არ მოხდა გამოძიების მხრიდან ჯაშუშური საქმიანობის არევა ადმინისტრაიცული წესის დარღვევასთან, რადგან იგი საუბრობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაკვეთილი ფოტოების მესამე პირზე გადაყიდვაზე.
"ეს არის საგარეო უწყება და შესაბამისად მე სამართელბრივ დავაში თქვენთან ვერ შემოვალ", - უპასუხა ჟურნალისტებს კალანდაძემ.