ჩვენ მედვედევთან ბევრი რამ გვაერთიანებს ერთი თაობა, ერთობლივი კურსები და თვით ერთი პროფესიაც, მაგრამ ვფიქრობთ რომ ჩვენ ერთმანეთისგან გვაშორებს ერი მთავარი - მედვედევი თავად არ იღებს არავითარ გადაწყვეტილებებს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტომა "ეხო მასკვის" მთავარი რედაქტორისთვის ალექსეი ვედედიქტოვისათვის მიცემულ ინტერციუში განაცხადა.
ვედედიქტოვის კითხვაზე, თუ რა მოხდა 2008 წლის ივნისში აგვისტოს ომამდე 2 თვით ადრე პეტერბურგში საკააშვილ-მედვედების მოლაპარაკებებისას, როდესაც რუსეთის დელეგაცია აცხადებდა რომ შედგა შეთანხმება პრეზიდენტი სააკაშვილი პასუხობს: "საქმეა იმაშია, რომ რამდენადაც მე ვხვდები, პრეზიდენტი მედვედევი ცდილობს ყველა თანამოსაუბრეს მოერგოს, თვით ჩვენც კი და მან თქვა ყველაფერი რისი მოსმენაც თქვენ გინდოდათ".
პრეზიდენტის განცხადებით, მედვედევი კარგად შერჩეული კადრია. "აქ ჩვენ (არა პირარადად მე. ყველანი, ჩვენ) ვიღებთ გადაწყვეტილებებს ჩვენ გაგვაჩნია შეთანხმების უნარი იქ კი რუსეთის მხარეს არის მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც პოტენციურად შეთანხმებისუნარიანია, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვინახავს არც ერთი მისი შეთანხმება არავისთან", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ეს ადამიანი ვლადიმერ პუტინია.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მასაც, ისევე როგორც დასავლეთის სხვა ლიდერებს, მედვედევთან საუბრისას ჰქონდა რეაქცია, რომ ისინი ისმენენ იმას, რისი მოსმენაც სურთ.
"პრინციპში ეს დიდი ნიჭია და მედვედევს შეუძლია ამის გაკეთება. მედვედევს მოსწონს ამის კეთება, რამდენადაც მე ეს მემის", - განაცხადა სააკაშვიოლმა.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მედვედევთან პირველი შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან მემკვიდრეობით მიიღო პრობლემები, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს.
"ეს მისი ბრალი არ არის, მაგრამ ის მზად არის გადაწყვიტოს და უახლოეს დროში ჩვენ შევთანხმდით კიდევ ერთ შეხვედრასა და საუბარზე.. ამის შემდეგ მე გავაგზავნე რამდენიმე უპასუხო წერილი, უფრო სწორედ პასუხი დაიწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, რადიკალურ ტონში",- განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ მედვედევთან ბოლო შეხვედრა მას ჰქონდა ასტანაში, თუმცა აშკარად ჩანდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მას გაურბოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისთვის ცნობილი იყო რაც უნდა მომხდარიყო.
"რამდენადაც შემიძლია წარმოვიდგონო, ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ იგი მიიწვიეს სადაც საჭიროა და კონკრეტულად აუხსნეს თუ როგორი გეგმები არსებობს საქართველოსთან მიმართებაში და მეორედ არ უნდა გამართოს ღია და კონსტრუქციული საუბრები", - განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილისვე თქმით, შემდგომ კონტაქტები, ფაქტობრივად, არ იყო. ასტანაში კი მედვედევი მას გაურბოდა. ხოლო მცდელობა სატელეფონო კავშირის დამყარებისა, ყოველთვის წარუმატებელი იყო.