რუსეთმა ქართულ და აფხაზურ მხარეებს პირისპირ მოლაპარაკების საშუალება უნდა მისცეს. ბრძანა სრულიად საქარველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისი მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, მისმა უწმინდესობამ ილია II რადიოსადგურ "ეხო მოსკვი"-სათვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი უწმინდესობა ასევე ბრძანებს, რომ ასევე აუცილებელია რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებოდნენ ერთმანეთს.
"საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებები უნდა ხვდებოდნენ ერთმანეთს - ეს აუცილებელია. აზრი იმის შესახებ, რომ მე არ შემიძლია ამა თუ იმ ადამიანს შევხვდე ეს არალოგიკურია, არაკორაქტულია. საერთაშორისო დიპლომატიაში ასეთი რამ არ არსებობს - იმას შევხვდები და იმას არა", _ ბრძანებს პატრიარქი და აღნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს უნდა შეხვდე და ესაუბრო გზებზე, რომელიც დაახლოებისკენ მიგიყვანს.
"მიმაჩნია, რომ გამოსავალი არის იმაში, რომ რუსეთმა ქართულ და აფხაზურ მხარეებს მოლაპარაკების საშუალება უნდა მისცეს და გააკეთოს განცხადება იმის შესახებ, რომ - თუ თქვენ მოილაპარაკებთ, ჩვენ არ ვიქნებით წინააღმდეგი აღიარების შესახებ ჩვენი მოთხოვნა უკან წავიღოთ. ხოლო თუ ყოველ დღე ისაუბრებ იმაზე, რომ ქართველები მტრები არიან ეს არაფერ სიკეთემდე არ მიგვიყვანს", _ აღნიშნავს ილია მეორე.