ქართველი ფოტოგრაფების დაკავების ფაქტის კომენტირებისას, „ქართული პარტიის" პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი აცხადებს, რომ ის ამ ფაქტის დეტალებზე ინფორმირებული არ არის, თუმცა მომხდარი მასში ცუდ ასოციაციებს იწვევს.
„მე მახსოვს, ფოტოგრაფები, თურმე, როგორ „ასხივებდნენ" ასლან აბაშიძეს რაღაც აპარატებიდან და მათ ამის გამო აპატიმრებდნენ", - ქვეყნის ახლო წარსულში მომხდარ უსიმოვნო შემთხვევებთან ავლებს პარალელს ეროსი კიწმარიშვილი.
„ეს არის „ზილების" რევოლუციის მსგავსი ფოტოგრაფების რევოლუცია თუ გადატრიალება", - აცხადებს კიწმარიშვილი.
პარტიის პოლიტიკური მდივნის შეფასებით, პარანოიკულ მდგომარეობაში მყოფი რეჟიმი დღეს უკვე თავის პირად ფოტოკორესპონდენტებს აპატიმრებს და გამორიცხული არ არის, ხვალ ოპერატორებს ან მზარეულებს დაერიოს.
„ასე ხდებოდა საჭოთა პერიოდში, ასე ხდება დღევანდელ დესპოტური რეჟიმების პირობებშიც და მათ შორის, საქართველოში", - აღნიშნა ეროსი კიწმარიშვილმა.