სოხუმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ყველა გარდაცვლილი ახალგაზრდები არიან 18 დან 35 წლამდე. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.