რუსეთის "ეფ-ეს-ბე" კვლავ საქართველოს მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე ბოევიკების შესაძლო გადაადგილებაზე საუბრობს. კერძოდ, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ალექსანდრე ბორტნიკოვი აცხადებს, რომ ბანდიტური დაჯგუფების ლიდერები რუსეთში გადასვლას საქართველოს გალით გეგმავენ.
"გვაქვს ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბანდიტური დაჯგუფებების მეთაურებში არის გეგმები იმის შესახებ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს ტერიტორიის გავლით მოხვდნენ", _ აცხადებს ბორტნიკოვი და აღნიშნავს, რომ "არ არის გამორიცხული ბოევიკებმა გადასვლისათვის პანკისის ხეობა გამოიყენონ".
ბორტნიკოვი ასევე აცხადებს, რომ "არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ ასეთი რამ არ მოხდება".