ოსური მედიის ინფორმაციით, ივნისის ბოლოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლის ხაზით შევიდა საქართველოს შს სამინისტროს ოფიციალური მიმართვა, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი.
მათოვე ინფორმაციით, მიმართვაში იყო თხოვნა, მოეძიებინათ ის პირები, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაული ჩაიდინეს.
"მიღებული ზომების შედეგად სამხრეთ ოსეთის შს სამინისტრომ დააკავა საქართველოს მოქალაქეები: ირაკლი სააკაშვილი და გაბრიელ ბაშარული", _ იუწყება ოსური მედია. აღნიშნულია, რომ დამნაშავეები თავს ახალგორის ტერიტორიას აფარებდნენ.