საპარლამენტო უმრავლესობის მტკიცებით, რელიგიური გაერთიანებებისთვის სტატუსის მინიჭების დაკავშირება ქონებრივ უფლებებთან აბსურდულია. როგორც ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარენ, კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ლაშა თორდიამ განუცხადა, მისთვის გაუგებარია, რა კავშირი აქვს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ამ რელიგიური გაერთიანებებისთვის ქონების გადაცემის საკითხთან.
"თუ სახელმწიფოსთან ქონებრივი დავა აქვს რომელიმე ორგანიზაციას, ქონების მოსათხოვად სტატუსი არ სჭირდება. ქონების მოთხოვნა შეუძლია როგორც საჯარო იურიდიულ პირს, ისე არასამეწარმეო ფიზიკურ პირს", - გააცხადა თორდიამ.
მისი განცახდებით, გამოიცემა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და მათში ის დამატებითი კრიტერიუმები იქნება გაწერილი, რაც ამ გაერთიანებებმა უნდა დააკმაყოფილონ.
შეგახსენებთ, რომ "სამოქალაქო კოდექსში" შესული ცვლილებების თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური გაერთიანებები და ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეული რელიგიები.